вторник, 19 февраля 2013 г.

ექვთიმე თაყაიშვილის მიერ არქიმანდრიტ დოსითეოზისასდმი გაგზავნილი წერილები

წყარო: სანგუ

ექვთიმე თაყაიშვილის მიერ არქიმანდრიტ დოსითეოზისასდმი გაგზავნილი წერილები



ცნობილი ქართველი ისტორიკოსის მრავალი საყურადღებო გამოკვლევის ავტორის, მაქსიმე  ბერძნიშვილის  მამა არქიმანდრიტი დოსითეოზი იყო გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწე. გარდა ეკლესიური მოღვაწეობისა იგი ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც. არქიმანდრიტ დოსითეოზს ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ მეცნიერებთან  და საზოგადო მოღვაწეებთან, მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილთან.
 
მაქსიმე ბერძნიშვილის არქივში ინახება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ არქიმანდრიტ დოსითეოზისასდმი გაგზავნილი წერილები. ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ სამ წერილს.
 
წერილები მოგვაწოდა მაქსიმე ბერძნიშვილის შვილიშვილის მეუღლემ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ცნობილმა ქართველმა არქეოლოგმა დიმიტრი ახვლედიანმა.

Комментариев нет:

Отправить комментарий