вторник, 19 февраля 2013 г.

ბიოგრაფია-სიცოცხილ ბოლო და გარდაცვალების შემდგომი წლები


ცხოვრების ბოლო წლები (1945-1953)
http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/8/8c/Eqvtime-takaishvili.jpg
http://bits.wikimedia.org/static-1.21wmf9/skins/common/images/magnify-clip.png
ექვთიმე ღვთისკაცის ხატი
1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. 1945 წლის 15 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს სსრ განათლების მინისტრის ბრძანებით დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად1945 წლის 10 მაისს მიანიჭეს დამსახურებული პროფესორის წოდება1946 წლის 28 დეკემბერს იგი აირჩიესსაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებითევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ“. მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. ხოლო 1949 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დაუმტკიცა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება.
ექვთიმე თაყაიშვილს ჰყავდა მეუღლე, ივანე პოლტორაცკის ასული ნინო, რომელზეც 1894 წელს იქორწინა, და ქალიშვილი1985წელს რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. დიდი მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო.
[რედაქტირება]გარდაცვალების შემდეგ
http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/5/56/St.Eqvtime_Takhaishvili_church.jpg/220px-St.Eqvtime_Takhaishvili_church.jpg
http://bits.wikimedia.org/static-1.21wmf9/skins/common/images/magnify-clip.png
წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ეკლესია
ამჟამად იგი გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. 1985 წელს რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა გადაიღო დოკუმენტური ფილმის მის შესახებ2002 წლის17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმია განთავსებული მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილას, თბილისში, ვაშლოვანის ქუჩის 7 ნომერში და აგრეთვე მისი მუზეუმია აშენებული თაყაიშვილის მშობლიურ სოფელშილიხაურში, სადაც ყოველი წლის 16 იანვარსექვთიმეობასაღნიშნავენ. ექვთიმე თაყაიშვილის სახელს ატარებს გურიანთა-ვაშნარის მუზეუმ-ნაკრძალი გურიაში. 2013 წელი იუნესკოს ეგიდით ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა[2]

Комментариев нет:

Отправить комментарий