среда, 20 февраля 2013 г.

ბლოგის შესაქმნელად გამოყენებული მასალა.

ბლოგის შესაქმნელად გამოყენებული მასალა: სოციალური ქსელები: youtube.com,          lib.ge,         wikipedia.org,              google.ge,           sangu.ge,       გამოყენებული ლიტერატურა: [ი.მეგრელიძის ’’საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი” გამომცემლობა მეცნიერება]   [გ.ლომთათიძის ”ქართული კულტუტის მემატიანე” გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო’’]            

вторник, 19 февраля 2013 г.

ჩვენს შესახებ

ბლოგის შექმნაზე მუშაობდნენ: ქ.წალკის №2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები: გიორგი უშხვანი, ლაშა ხოზრევანიძე, გოჩა ცეცხლაძე და ანზორ დოლიძე,

მოსწავლეთა ნამუშევრები

თაყაიშვილის კედელი

მოსწავლეები მუშაობის პროცესში







'

ექვთიმე თაყაიშვილი- ესე

   ”წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი’’-ბედნიერი ადამიანი, რომლის სახელსაც ასე მოიხსენიებს შთამომავლობა: ”საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი”. მხოლოდ დიდი ადამიანების ხვედრია უკვდავება. ექვთიმე თაყაიშვილი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით გვიჩვენებს სამშობლოსთვის თავდადების მაგალითს მან შეძლო ქართველი ერისთვის ყველაზე დიდი საუნჯის: ქართული საგანძურის გადარჩენა.
  ექვთიმემ ”მრჭურჭლეთუხუცესობა” არამარტო საფრანგეეთში ემიგრაციის დროს დაიწყო არამედ საქართველოში ყოფნის დროსაც ეწეოდა მას. ექვთიმე თავისი შესაძლებლობებით აგროვებდა ხალხში გაბნეულ ნივთებსა და ექსპონატებს, მისი დამსახურებაა ახალგორის განძეულობის გადარჩენა. ეს იყო ადამიანი რომელმაც პირველად იმოგზაურა ე.წ ’’თურქეთის საქართველოში’’ თავის ფეხით შემოიარა  და დაწვრილებით აღწერა საქართველოს მოწყვეტილი ძეგლები, შეისწავლა და შეაგროვა იქ აესებული დოკუმენტები,  საფრანგეთსი ემიგრაციისას მას მოუწია საქართველოს განძეულობის გადარჩენა, ეს იყო საგანძური რომელიც მიუთითებდა საქართველოს ისტორიის ნათელ მაგალითს. განძი ეს არის ქვეყნის ისტორიის ხილული დადასტურება, სწორედ ამის დაცვა, შეგროვება განიძრახა მიზნად ექვთიმე თაყაიშვილმა, მისი ლოზუნგი იყო ’’ეშმაკსაც კი შევეკვრები ოღონდ განძი გადავარჩინო’’.
   საფრანგეთში ყოფნისას ექვთიმე ძალზედ ღარიბულ მდგომარეობაში ცხოვრობდა და მის ყოველდღიურ საკვებს ერთი თხის ჩამონაწველი რძე წარმოადგენდა, მიუხედავად ამისა მას აზრადაც არ მოსვლია თუნდაც ერთი მონეტის გაყიდვა, მდგომარეუბა კიდევ უფრო დაამძიმა მისი ცოლის ავადმყოფობამ ვინაიდან მას წამლის ფულიც კი არ ქონდა. გაჭირვებას გაჭირვება ემატებოდა, ასეთ მდგომარებობაში ექვთიმე მაინც ეწეოდა ქართული ენის პროპაგანდას, მან გამოაქვეყნა ნაშრომი ”ქართული ენის მნიშვნელობა მსოფლიო ლიტერატურაში და მისი კილოკავები.
   და მაინც ვინ იყო ექვთიმე თაყაიშვილი? ეს იყო პიროვნება რომელმაც ქართველ ერს და მის შთამომავლობას პირდაპირი მნიშვნელობით შეუნახა ისტორია, ისტორია რომლის ნათელ მაგალითებს ეს საგანური წარმოადგენდა, საგანძური რომელიც საქართველოს ღისეული ცხოვრების დამადასტურებელი იყო, მას არავითარი ამბიცია არ ჰქონდა. მისი ერთადერთი მიზანი იყო საგანძურის შეგროვება დაცვა და უკან მშვიდობით დაბრუნება,  ბოლოს მისი უახლოესი მეგობრებიც კი გადაჭრით ურჩევდნენ რომ საგანძურიდან რამე მაინც გაეყიდა და თავისთვის ეშველა მაგრამ ყოველთვის მტკიცე უარს იღებდნენ. საქართველოს განძეულობამ, რომელიც ბევტრ მსოფლიო მნიშვნელობის ნიმუშს შეიცავდა მადა მრავალ ბიზნესმენს აღუცვრა, ისინი იმ დროისთვის აურაცხელ ან დიდ თანხას სთავაზობდნენ საგანძურის ნაცვლად მაგრამ ექვთიმეს აზრადაც არ მოსვლია მისი გაყიდვა.
   ექვთიმეს მეორე  დევიზი მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო ”არაფერი არ უნდა დაგვეკარგოს’’  ეს იყო ფრაზა დიდი ქართველი მამულიშვილისა ” უკეთესს რას შეძენთ ერსა და ქვეყანას”. თუ ამ დევიზს შეუდრეკელიერის კაცი მუხლჩაუხრელად მისდევდა, ჩვენ ყველანი მისი შთამომავლები ვალდებულნი ვართ ჩვენივე მიწაზე დავიცვათ და გადავარჩინოთ ნაწამებ-ნაოფლარით გადარჩენილი ერის კუთვნილება.
                                                                                                                                  [ლ.ხოზრევანიძე]

რეზო თაბუკაშვილის ფილმი- ’’საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი’’


ექვთიმე თაყაიშვილი - „ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა“






12 (ახალი სტილით 25) მარტს  საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ამ დღეს აღესრულება სამადლობელი პარაკლისი და პანაშვიდი ავტოკეფალიის აღდგენისათვის მოღვაწეთა საოხად.

რუსეთის იმპერიის მიერ ნაძალადევად, საეკლესიო და საერთაშორისო კანონების დარღვევით გაუქმებული ივერიის უძველესი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის იღვწოდა არა ერთი ქართველი პატრიოტი. საქართველოში არ დარჩენილი არც ერთი მამულიშვილი, რომელსაც არ ეღვაწა, სხვადასხვა სახით, ქართული ეკლესიის უფლების აღსადგენად. ქართველ მამულიშვილებს მხარს უჭერდნენ სხვებიც, სხვადასხვა ეროვნების შეგნებული ადამიანები.

პრესა.გე-ს მკითხველს ვულოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს და ვთავაზობთ ექვთიმე თაყაიშვილის წერილს, რომელიც აღნიშნულ თემას ეძღვნება. წერილში ჩანს, ამ საქმეში ჩაბმული რამდენიმე ადამიანის ღვაწლი. ნახსენებია სლავიანოფილი ადამიანი, რომელიც გვეხმარებოდა ქართველებს ავტოკეფალიის აღდგენაში. ექვთიმე თაყაიშვილს მისი გვარი არ აქვს დასახელებული, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს ნიკოლოზ დურნოვო, ავტორი წიგნისა „საქართველოს ეკლესიის ბედი“. ამ წიგნიდან ნაწყვეტები უკვე გამოქვეყნებული გვაქვს პრესა.გე-ს ფურცლებზე, სადაც ნ. დურნოვო ამხელს ზოგიერთ რუს ეგზარქოსს, რომლებიც ძარცვავდნენ ქართულ ეკლესიას.

რუსეთის იმპერიის საეკლესიო პოლიტიკა სლავიანოფილებს არ მოსწონდათ. პეტრე I-მა XVIII საუკუნის დასაწყისში, გააუქმა პატრიარქობა რუსეთის ეკლესიაში, ეკლესიის სამართავად შექმნა სინოდი, რომელსაც სათავეში ჩაუყენა საერო მოხელე - ობერ-პროკურორი.

პეტრე პირველის ეს საქციელი, ფაქტიურად, რუსული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას ნიშნავდა. რუსულმა ეკლესიამ დაკარგა დამოუკიდებლობა და გახდა რუსული იმპერიული რეჟიმის დანამატი. ეს კარგად ესმოდათ რუს სლავიოანოფილებს და იბრძოდნენ ამის წინააღმდეგ. მათ კარგად ესმოდათ ისიც, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებაც დანაშაული იყო, არა მარტო სამართლებრივი, არამედ სარწმუნოებრივი თვალსაზრისით.

წინამდებარე წერილში, ექვთიმე თაყაიშვილს ყველა პერიპეტია არ აქვს მოთხრობილი ავტოკეფალიის აღდგენის გზაზე, ეს შეუძლებელიცაა. მკითხველმა იცის, რომ ქართველებს არა ერთი შეურაცხყოფისა თუ ზეწოლის გადატანა მოუხდათ იმ პერიოდში. ექვთიმე თაყაიშვილი, გვიამბობს ილია ჭავჭავაძის სიცოცხლის პერიოდის ამბებს, ილიასა და კიდევ რამდენიმე ადამიანის დამსახურებას ამ საქმეში. წირილიდან კარგად ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ილია კარგად ვერ ერკვეოდა ავტოკეფალიის სამართლებრივ საკითხებში, ის ქართული საზოგადოების ნამდვილი ლიდერი იყო, მართლაც და უგვირგვინო მეფე საქართველოსი. წერილში. ასევე, კარგად ჩანს, როგორი ენთუზიაზმით მოღვაწეობდნენ ქართველი მამულიშვილები ივერიის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის.

ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა

როდესაც ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის, ე.ი. თვითმმართველობის, დამოუკიდებლობის საკითხი დაისხვა, ეს საკითხი დიდხანს იყო მსჯელობის საგანი, ბევრი წიგნი და წერილი დაიბეჭდა ქართულსა თუ რუსულ ჟურნალ-გაზეთებში. წარმოიდგინეთ, ამ საქმეში მედგრად გვეხმარებოდნენ რუსის სლავიანოფილებიც! ისინი არ სცნობდნენ სინოდს, რაკი ძველად რუსეთში პატრიაქრის მართველობა იყო, და მოითხოვდნენ პატრიარქობის აღდგენას როგორც რუსეთში, ისე საქართველოში! მათი მეთაური (გვარი არ მახსენდება, დიდად მიღებული და გავლენიანი პირი კი იყო!) სულ ერთთავად იმის პროპაგანდას ეწეოდა, რომ სინოდი უხეშად იქცევა და რომ რუსეთშიცა და საქართველოშიც კვლავ თავ-თავისი საპატრიარქოები უნდა აღდგესო.

“საქართველო უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო იყო. მან ქრისტიანობა მაშინ მიიღო, როდესაც რუსეთის სახელმწიფო ჯერ არ არსებობდა და რუსები არც იყვნენ ქრისტიანებიო; მათი ეპისკოპოზი, ყოვლად სამღვდელო კირიონი, რომელიც საქართველოში პატრიარქად უნდა იყოს, ჩვენ მთავრობას სამშობლოდან გამოდევნილი ჰყავს და ემიგრანტობაში იტანჯებაო”. პირდაპირ ასე აცხადებდა ის სლავიანოფილების თავი კაცი. (კირიონი ერთხანს შიდა რუსეთში იყო მღვდელმთავრად, მერე იალტაში ვნახე, ხოლო რევოლუციის შემდეგ მართლაც გახდა საქართველოს განახლებული ავტოკეფალური ეკლესიის პირველი კათალიკოსი, თუმცა კი ძალიან მალე გარდაიცვალა. . .).

სლავიანოფილების ასეთმა პროპაგანდამ და ჩვენმა მოთხოვნამ იმდენად იმოქმედა ნიკოლოზ მეორეზე, რომ მან დანიშნა სპეციალური კომისია, ე.წ. ”превсоборная комиссия”, რომელსაც უნდა განეხილა საქართველოს ავტოკეფალიის საკითხი, ვინაიდან რუსის ჩინოვნიკური სამღვდელოება, სინოდისა, ამტკიცებდა, რომ საქართველოს ეკლესიას არასოდეს ავტოკეფალია არა ჰქონია. რომ იგი მუდამ ანტიოქიისა და სხვა საპატრიარქოებს ეკუთვნოდა და ექვემდებარებოდა და სხვა.

ამ კომისიის სხდომა, როგორც ცნობილია (”Церковный Вестник”-ში წერია ეს ამბები), შედეგa რუსეთის ერთ-ერთ ქვემო ქალაქში. საქართველოდან მას დაესწრნენ ეპისკოპოსები ლეონიდე და კირიონი, პროფესორები ალექსანდრე ცაგარელი და ნიკო მარი…

ჩვენ გვინდოდა, რომ საქართველოსათვის ამ საკითხში მხარი დაეჭირა მეფისნაცვალს ვორონცოვ-დაშკოვსაც. ვაწყობდით კრებებს, ილიას თანდასწრებით, ვაგროვებდით ცნობებს და ილიას ვაკისრებდით, პირადად მოლაპარაკებოდა ამ საკითხზე ვორონცოვ-დაშკოვს. ილია უარზე იდგა და გვეუბნებოდა, მაგ თქვენი ”კეფალიისა” (ასე უწოდებდა ირონიულად ავტოკეფალიას) არა გამეგება რა და ვინმე სხვა მიგზავნეთო. მაგრამ ჩვენ, რასაკვირველია, არ მოვეშვით და ბოლოს ვაიძულეთ ილია დათანხმებულიყო. თან, რაც შეგვეძლო, ვუხსნიდით და ვუმარტავდით საქმის არსს.

ბოლოს ილია წავიდა მეფისნაცვალთან. დიდხანს ესაუბრნა მასთან. ვორონცოვ-დაშკოვს ეთქვა, დამარწმუნეთ, რომ ეგ ავტოკეფალია სასარგებლო იქნება საქართველოსთვისაც და რუსეთისთვისაც და მაშინ დაგიჭერთ მხარსო. ილიას ეპასუხნა, მე კი დამარწმუნეს, რომ საჭიროც არის და სასარგებლოცაო. მერმე შექმნოდათ მსჯელობა. ბოლოს ილიამ მოგვიტანა ამბავი: ”ამ ვორონცოვმა ყველა გარემოება ჩვენზე უკეთ იცის და პირში ბურთი ჩაგვჩარაო; მითხრა, ეკლესია ღმერთს ეხვეწება ყველა ქრისტიანული ეკლესიის შერთებას და თქვენ კი არსებული ერთობის დაშლა გსურთო; განა გაგონილა, ერთ მართმადიდებელ სახელმწიფოში ორი სხვადასხვა საკათალიკოსო არსებობდესო?” ეს რომ მოვისმინე, შევეკითხე: ”ბატონო ილია, განა არ უთხარით, რომ ბიზანტია ერთი სამართლმადიდებლო სახელმწიფო იყო, მაგრამ მასში ოთხი ავტოკეფალური საპატრიარქო არსებობდა: კონსტანტინეპოლისა, იერუსალიმისა, ანტიოქიისა და ალექსანდრიისა მეთქი?” ამაზე ილია ცოტა შეჩერდა, შემომხედა თვალებში და მიპასუხა: ”აკი გითხარით, მაგ თქვენი კეფალიისა არაფერი მესმის და ნუ გამგზავნით მეთქიო?!”. საერთოდ არ ეხალისებოდა აღიარება, თუ რამეში შეცდებოდა ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში კი გამოტყდა. რა თქმა უნდა ილიამ იცოდა ეს ყოველივე, მაგრამ მეფისნაცვალთან საუბრისას აღარ მოაგონდა. ყველაფერი ხომ არ გაგახსენდება კაცს?! – მით უმეტეს, ასეთი ოფიციალური მიღების დროს!…

ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტეთ დიდი დემონსტრაცია მოგვეწყო და ავტოკეფალია მოგვეთხოვა. თან უნდა წაგვეღო ბაირაღები და პლაკატები, წარწერებით ”აღგვიდგინეთ ავტოკეფალიაო” და სხვ. წამოიჭრა საკითხი: ვინ უნდა გასძღოლოდა წინ ამ არაჩვეულებრივ დემონსტრაციას? ილიამ გვითხრა, ”თუ საჭიროა, მე წაგიძღვებითო!”.

ამ მსჯელობაში მონაწილეობდნენ: ქართველი სამღვდელოების წარმომადგენლები, ქართველი მასწავლებები, მრევლთა წარმომადგენლები, ცალკეული მორწმუნენი. ილიას ბინაზე ვიკრიბებოდით ხოლმე. გვესწრებოდა ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე (დეკანოზ დავით ღამბაშიძის, ჟურნალ ”მწყემსი”-ს რედაქტორის შვილი), რომელიც კარგად ერკვეოდა საეკლესიო საკითხებში და უხსნიდა ილიას, ჩრდილოეთის საპატრიარქოს ჩვენი, ბევრად უფრო ძველი ეკლესიის გამგებლობის უფლება არა აქვსო. იაკობ გოგებაშვილიც ესწრებოდა ხოლმე სხდომებს და მონაწილეობდა მსჯელობაში და ბევრი სხვაც. ერთი სიტყვით, ფართო საზოგადოება იყო ამ საქმეში ჩაბმული.

მაგრამ განზრახული დემონსტრაციის მოწყობა აღარ დაგვჭირდა, ვინაიდან ჯერ იყო და 1905 წლის რევოლუციამ სასტიკი ხასიათი მიიღო და ბოლოს კი, 1917 წელს, საქართველოს ეკლესია ასე ვთქვათ, რევოლუციურად ჩამოშორდა რუსეთისას.

ექვთიმე თააყაიშვილის პირადი წერილები ვუკოლ ბერიძეს


 ექვთიმე თაყაიშვილის ბარათი პროფესორ ვუკოლ ბერიძესთან

  9 აპრილი 1935 წელი
  ეხლა მდგომარეობა ძირიანად შეცვალა, ნივთები უპატრონოდ არის გამოცხადებული. Mმე აღარა მაქვს საშუალება და უფლება ნივთების დაცვასა და ჯეროვნად შენახვას მეთვალყურეობა გავუწიო, ნებაც რომ მქონდს, ფიზიკური მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, მოვხუცდი, ფეხიც დამიშავდა, ძლივს დავდივარ. დღეს ვარ, ხვალ აღარ ვიქნები და ჩემთვის მეორე სიკვდილი იქნება, თუ ის ნივთები ან მისი ნაწილი დაგვეკარგება; თქვენ უწყით, თუ რა წილი მიდევს მე მათ შეკრებაში და მათი დღევანდელი მდგომარეობა მტანჯავს, ვერ დავმშვიდდები, მანამ ის ნივთები საქართველოს არ დაუბრუნდება და მუზეუმს არ ჩაბარდენბა. ეხლა მე საფრანგეთის მთავრობას მოხსენებას ვუდგენ, რომელშიაც ახსნილია ყოველი გარემოება ამ ნივთებისა, ესე იგი:
  1) რომ ეს ნივთები ევაკუაცია ქმნილია საფრანგეთის ყოფილი ელჩის რჩევითა და დახმარებით.
  2) რომ ეს ნივთთები შეადგენენ საკუთრებას არა მათ მიერ ცნობილი მთავრობისა, არამედ კერძო მუზეუმებისა, საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოებისა, საეკლესიო მუზეუმებისა, სამხატვრო გალერეისა და საქართველოს მუზეუმისა.

  3) რომ ეს ნივთები მხოლოდ შესანახად ჩაბარებული ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და მეთვალყურედ მე ვიყავი დანიშნული.
  4) რომ ეხლა, როდესაც აქ საქართველოს მთავრობის საელჩო მოხსნილია, რომლის სახელზე ნივთები ინახებოდა ბანკში, ის ნივთები უნდა დაუბრუნდეს თავიანთ პატრონებს, ესე იგი საქართველოს მუზეუმებს, მით უმეტეს, რომ ამ მუზეუმების გარშემო და საქართველოს უნივერსიტეტშო ეხლა ინტენსიური სამეცნიერო მუშაობა წარმოებს და მკვლევარნი მოკლებული არიან საშუალებას ისარგებლონ ამ ნივთებით. მოხსენიებული იქნება აგრეთვე, რომ ამჟამად საქართველოში მუშაობენ რუსთაველის იუბილეის გადახდისათვის, ამზადებენ მისი პოემის სამეცნიერო გამოცემას და სამი საუკეთესო ხელნაწერი რუსთაველის პოემისა აქ არის წამორებული. აგრეთვე მოხსენიებული იქნება, საბჭოების ხელისუფლებამ დაუბრუნა საქართველოს ყველა სამუზეუმო ქართული ნივთები, რომელნიც, წამორებული იყო რუსეთში.
  ეხლა აუცილებელად საჭიროა, ამ ჩემს მოსენებას დაერთოს თქვენი, ესე იგი საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ხმაც და შუამდგომლობა და მუზეუმების საბჭოების მოთხოვნა საფრანგეთის მთავრობისაგან, რომ მათ დაუბრუნდეს მათი კუთვნილი და შესანახად წამოღებული ნივთები. მართალია, წერა-კითხვის და საეკლესიო მუზეუმები ეხლა გადაცემულია უნივერსიტეტისადმი, როგორც მათი კანონიერი მემკვიდრე: საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, სამხარვრო გალერეა სა საქართველოს მუზეუმები არსებობენ და მათმა გამგეობამ უნდა აღძრან შუამდგომობა.
  გთხოვთ, ეს წერილი გააცნოთ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებას და დაინტერესებულ მუზეუმებს და დაწესებულებათ და რამდენადაც შეიძლება დაჩქარებით წარმოადგინონ თქვენი შუამდგომობა. ამას მოითხოვს ჩვენი ნივთების ინტერესი, რომ განსაცდელში არ ჩავარდეს და არ დაგვეჩაგროს. Kიდევ ერთი ცნობა: შესანახი ფული მარტო ერთი წლისაა გადახდილი ორი ათას ხუთასი ფრანკი. დანარჩენს, რასაკვირველია, მოითხოვენ და უნდა გადაიხადოთ.
სამაგიეროდ ბევრს, ერთობ ბევრს ნივთებს მიიღებთ, რომელნის წინეთ არ ეკუთნოდნენ მუზეუმებს. შიტყვას აღარ გავაგრძელებ. ველი თქველს პასუხს.

  ღრმად პატივისცემით ექვთიმე თაყაიშვილი
.